დაინტერესებულმა მშობლებმა, რომელთაც სურთ რომ თავიანთი შვილი მოიყვანონ ჩვენს საბავშვო ბაღში, უნდა მიმართონ ადმინისტრაციას. დაინიშნება შეხვედრა, სადაც მშობლები და ბავშვი გაიცნობენ საბავშვო ბაღის კოლეგიის წარმომადგენელს (აღმზრდელს). ამ შეხვედრის დროს მშობლები დაწვრილებით გაეცნობიან ვალდორფის ბაღის მუშაობას და თავადაც გაგვაცნობენ ბავშვს და იმ გარემოს, რომელშიც ბავშვი იზრდება.

ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში, საბუთების წარდგენის შემდეგ, გაფორმდება ხელშეკრულება მშობელსა და საბავშვო ბაღს შორის, რის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტით ბავშვი ჩაირიცხება ვალდორფის ბაღის აღსაზრდელთა სიაში.