წელიწადში ორჯერ იმართება საშობაო და სააღდგომო ბაზრობა. აქ გასაყიდად გამოფენილია ხელნაკეთი სათამაშოები, თოჯინები,  სუვენირები და ა. შ.. მყუდრო, ოჯახურ, მეგობრულ გარემოში შეგიძლიათ მიირთვათ მშობლების მიერ მომზადებული ტკბილეული და ჩაი. ბაზრობის მოწყობა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ ხდება საბავშვო ბაღის, როგორც თემის და მთლიანი სოციალური ორგანიზმის წარმოდგენა, გაერთიანება. მეორე მხრივ, ბაზრობიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება წინასწარ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებას.