ვარჩევთ წელიწადის დროის შესაფერის ზღაპარს ან ამბავს და პატარა სპექტაკლის სახით  წარვუდგენთ ბავშვებს.  ამ დროს  ბავშვი უფრო ადვილად შედის ზღაპრის იდუმალ სამყაროში. აქაც უნდა გამოირიცხოს დრამატიზმი. ხშირად, ბავშვები თვითონაც ცდილობენ ნანახის თამაშში გადმოტანას. აწყობენ დეკორაციებს, ათამაშებენ თოჯინებს, ყვებიან განცდილ ამბავს. ამ დროს აქტიურდება ფანტაზიისა და წარმოსახვის ძალები, უვითარდებათ აზრის გადმოცემის უნარიც.