დღეისთვის ჩვენს საბავშვო ბაღში ვიღებთ 3-3.5-დან 6 წლამდე აღსაზრდელებს. გვყავს 4 ძირითადი ჯგუფი. თითო ჯგუფში 20 ბავშვია. ძირითადი ჯგუფები მუშაობენ 8:30-დან 13:30-მდე. 

გვყავს აგრეთვე 2 შუადღის ჯგუფი, თითოეულში 15 ბავშვია. შუადღის ჯგუფები მუშაობენ 13:30-დან  18:00-მდე.

ბავშვები ასაკობრივ ჯგუფებად არ გვყავს დაყოფილი. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ოჯახური ატმოსფეროს შექმნისთვის, სოციალური უნარების განვითარებისთვის. პატარებისთვის სასკოლო ასაკის ბავშვები მისაბაძები ხდებიან, ხოლო დიდებისთვის პატარები - ზრუნვის ობიექტები.