- სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობას ასრულებენ გამოცდილი აღმზრდელი პედაგოგები, რომელთაც მიღებული აქვთ შესაბამისი განათლება. მათგან ოთხი შტუტგარტის ვალდორფის სკოლამდელი აღზრდის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულია. მათ გავლილი აქვთ ხანგრძლივი პრაქტიკა გერმანიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

- ჩვენს საბავშვო ბაღში დანერგილი გვაქვს აღმზრდელთა უწყვეტი განათლების შიდა სისტემა - კვირაში ორჯერ ტარდება პედაგოგიური კონფერენცია; წლის განმავლობაში კი  რამდენიმე სემინარი. ამასთან, მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა პედაგოგიკურ ლიტერატურაზე, რითაც ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავება ხდება. ვამზადებთ მოხსენებებს და რეფერატებს როგორც მშობლებისთვის, ისე დაინტერესებულ პირთათვის.

- ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით მუდმივად ვართ ინფორმირებული განვითარებულ ქვეყნებში სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების შესახებ.